რუსეთს ბრალად ედება ტოკიო-2020-ის ჩაშლის მცდელობა

AutoSharing Option
ბრიტანელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაასახელეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ ქვედანაყოფის ნომერი, რომელიც სხვადასხვა მიზნით კიბერთავდასხმებს ახორციელებდა. მათ შორის ერთ-ერთი სამიზნე იყო ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩაშლა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დანაყოფის ექვსმა წევრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამიზნეებზე თავდასხმაში, დაწყებული 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებით და დასრულებული 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებით. ბრალდებები უკვე წარედგინათ ბრალდებულებს.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები კიბერშეტევებით ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებამდე მის ჩაშლას გეგმავდნენ.

„ოლიმპიური და
პარალიმპური თამაშების წინააღმდეგ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ქმედება ცინიკური და უგუნურია. ჩვენ მათ ვგმობთ მთელი სიმკაცრით", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ფონზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახური განმარტავს, რომ კიბერუსაფრთხოება IOC-ის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა: „IOC-მა და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტულ სფეროდ განსაზღვრეს და დიდ ინვესტიციებსაც ვახორციელებთ, რათა ოლიმპიურ თამაშებზე კიბერუსაფრთხოების საუკეთესო გარემო შევქმნათ."

შეგახსენებთ, რომ დოპინგსკანდალების გამო, რუსეთის დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოლიმპიური დროშის ქვეშ, ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა. რუს სპორტსმენებს იმავე სტატუსით მოუწევთ გამოსვლა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც.

geonoc.org.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა ელაპარაკო ეხლა ამათ... :facepalm: მაგარი ქვეყანააო კიდე იტყვის ვიღაც
მიჩინიო
07:53 21-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული