ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აპრილს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. სამწუხაროდ, ტურნირის გახსნით ცერემონიალზე ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ტურნირის ორგანიზატორები მონაწილე ქვეყნის დროშებს წარადგენდნენ. გოგონა, რომელიც აზერბაიჯანს წარმოადგენდა, ერთ-ერთი ადამიანი მივარდა, დროშა ხელიდან გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სომხური მხარე პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე მარიამ მაისურაძე (49 კგ.) წარსდგება.

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ავტომატი ხელში და წინა ხაზზე!
სომხეთს აეკრძალოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
საერთაშორისო ტურნირებში უდროშოდ მონაწილეობდეს.
რუსეთისნაირად.
გია
16:30 15-04-2023
7
სამართალმა პური ჭამა!. არარი ყარაბაღი მაგათი.. აზერბაიჯანის არი!.
ირაკლი
13:20 15-04-2023
2

სიახლეები პოპულარული