ბატუტზე მხტომელებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

AutoSharing Option
ბატუტზე ხტომაში ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენმა გუნდმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც მოპოვებულია მსოფლიოს უძლიერეს მხტომელებთან პაექრობაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა - ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი, თეონა ჯანჯღავა - ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქ კი ასევე დამაჯერებლად გამოვიდა, ჩინეთისა და საფრანგეთის გუნდების შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს ჯილდოს დაეუფლა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ გოგოებო! კიდევ უფრო წარმატებებს ველი თქვენგან…
ლაშა
18:42 13-11-2023
0
გილოცავთ გოგოებო!ყოჩაღ!ოლიმპიადის წინა წელს,ასეთი შედეგი,კარგი განაცხადია!განსაკუთრებით ლუბა გოლოვინას გამოვყოფ.უკვე რამდენი წელია ინარჩუნებს ძალიან მაღალ დონეს,სპორტის ასეთ სახეობებში,განსაკუთრებულად რთული რომ არის.
სოსო
19:20 13-11-2023
0

სიახლეები პოპულარული