"აფხაზეთი საქართველოა - ცვეიბას თბილისში წასვლა აუკრძალეს" - განაცხადა რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ჟურნალისტმა

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ტელეჟურნალისტმა გრიგორი თვალთვაძემ, რომელიც სოხუმშია დაბადებული, sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა.

- თქვენ ამბობდით, რომ სოხუმი და საერთოდ, აფხაზეთი, საქართველოა და იქ წასვლა არ შეგიძლიათ. ყველაფერი ისევ ისეა?
- დიახ, წასვლა არანაირად არ შემიძლია. ჩემი გვარი იქ აკრძალულია. სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია. ბაბუის და ბებიის საფლავზეც კი არ შემიძლია მისვლა. ჩემი ძმა ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა, ერთი ნათესავი ომის დროს მილიციის უფროსი იყო. 30 წელი გავიდა. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს,
რათა იქ ცნობიერება გადაუბრუნდეთ.

ჩემი ნაცნობი აფხაზები მომიყვნენ, რომ თბილისში კბილების გასაკეთებლად ჩავიდნენ. ე.ი. სადღაც შეიძლება, ხოლო სადღაც - არა. ჩემი მეგობარი ახრიკ ცვეიბა თბილისის „დინამოს“ იუბილეზე მიიწვიეს. ის ამ გუნდში მრავალი წელი თამაშობდა, იქ იმდენი მეგობარი ჰყავს. უფლება არ მისცეს, სოხუმიდან დაურეკეს და უთხრეს: „წასვლა არც იფიქრო“. აქ რას იტყვი? უბრალოდ უნდა თქვა - ახრიკ ცვეიბა თბილისში არ გაემგზავრა, ჩვენ საერთაშორისო სკანდალი აღვკვეთეთ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
აბა ჰეე პროევროპელო ლიბერასტებო დაესიეთ ეხლა ამასაც DD
zura222
13:18 03-04-2024
33
აქ ზოგი გაბრაზდება რატომ შემოუშვით აფხაზებიო და მაგათგან იწყება სეპარატიზმი
გიო
12:07 03-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული