საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა ინიციატივითა და ორგანიზებით (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) EBU-ს გენერალური ასამბლეის 76-ე შეკრებას საქართველო უმასპინძლებს.
7 ივნისს შედგება EBU-ს მმართველი ბორდის შეხვედრა, ხოლო 8 ივნისს, პრეზიდენტ პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება გენერალური ასამბლეა, რომელსაც ევროპის 40-მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელი პირი დაესწრება.
გენერალურ ასამბლეაზე განხილული იქნება ევროპული კრივის მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე, დაისახება სამომავლო გეგმები.
EBU არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის
EBU_ს გენერალური ასამბლეის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება იმ დიდი ნდობისა და ავტორიტეტის შედეგია, რომელიც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა ევროპულ საკრივო წრეებში მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო განამტკიცებს ქართული კრივის პრესტიჟს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, გააადვილებს სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას როგორც ევროპის კრივის კავშირთან, ასევე ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის ფედერაციებთან ერთად.
მედიას შეუძლია ღონისძიებაზე დასწრება სასტუმრო „ბილტმორში“ 8 ივნისს, 12:30 საათიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 555360083 – (ლევან ქერდიყოშვილი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პიარ-მენეჯერი).