გასაკვირი არაა, რომ ასეთი რეაქციების შემდეგ, ყველას ყურადღება უკვე გერმანიის ქალაქებისკენაა მიმართული, სადაც ივნისში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
თარიღები უკვე ცნობილია:
• თურქეთი VS საქართველო - 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი
• ჩეხეთი VS საქართველო - 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი
• საქართველო VS პორტუგალია - 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი
თუ თამაშებზე დასწრებას ვერ ახერხებთ და გადაწყვიტეთ, რომ ამ ისტორიულ მატჩებს სახლში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უყუროთ, ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. ჩაიცვით საგულშემატკივრო მაისურ, მოიხვიე საქართველოს დროშა, გვერდით კი ის აუცილებელი სნექი იქონიე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს და გემრიელს გახდის.
რომელია სნექი დაგეხმარებათ ენერგიული ქომაგობისთვის?
ლუდის მიქსი ლუდის მოყვარულებისთვის ვის წარმოუდგენია სპორტის ქომაგობა ლუდის გარეშე, ხოლო ლუდი - გემრიელი და მარილიანი ხემსის გარეშე? ეს ტრადიციული კომბინაცია ნებისმიერი სპორტული მატჩის ყურებას უფრო სასიამოვნოს და გემრიელს ხდის. მარილიანი მოხალული ნუში, ქეშიუ, ფსტა და არაქისი იდეალური მარილიანი თხილეულის მიქსია ლუდისთვის.
ჰოთ მიქსი სიცხარის მოყვარულებისთვის
ცხარე ხემსის მოყვარულებისთვის ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ ვასაბის გარსით დაფარული არაქისის შეძენა არის შესაძლებელი. ვასაბის ცხარე არომატი და არაქისის ბუნებრივად მოტკბო გემო საინტერესო კომბინაციას ქმნის, რომელიც სპორტის გულშემატკივრებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ.
ასევე ცხარე არომატების მქონე თხილეულია არაქისი ბეკონის, ყველის, ხახვისა და პაპრიკის გარსით, ასევე არაქისი „ტაიგერი“.
კიდევ უფრო მეტი სიცხარისთვის „ჩემი მარაგი“ სპეციალურად დაკომპლექტებულ „ჰოთ მიქსს“ გთავაზობთ, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახეობის არაქისს, ერთ მიქსში აერთიანებს. ცხარე სნექების თამამი მოყვარულებისთვის ეს მიქსი ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
ტკბილის მოყვარულებისთვის
ევროპის ჩემპიონატის თამაშების ყურებამ და გულშემატკივრობამ შესაძლოა ენერგიისგან გამოფიტვა გამოიწვიოს. რადგან ტკბილი ხემსი ნახშირწყლებს შეიცავს, ის უზრუნველყოფს ენერგიის დონის ზრდას. ამასთან ერთად, ტკბილი ეხმარება ორგანიზმს გამოყოს ენდორფინები და სეროტონინი, რაც განწყობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ და გატანილი გოლებისგან მიღებულ ბედნიერებასაც გაგიორმაგებთ. ამიტომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ მოხალული ანაკლიური თხილი კარამელითა და სეზამით.
საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა ემოციური და დაუვიწყარი გამოცდილებაა. გემრიელი და ჯანსაღი სნექი კი ამ პროცესს უფრო დასამახსოვრებელს ხდის. „ჩემი მარაგი“ მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ წასახემსებელ პროდუქტებსა და მიქსებს გთავაზობთ. იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ, ჩვენი კურიერი სასურველ ხემსს სახლში უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.
R