ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

AutoSharing Option
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 69 /
სირცხვილი თქვენ. ყველასათვის საყვარელი სპორტსმენები წუმპეში ჯდებით. მთელი ერი თქვენზე ლოცულობდა და ეს ღალატია მთელი ერის. ასე ამაგრებთ ერთი კაცის ძალაუფლებას, რომ დამარხოთ საქართველო საბოლოვოდ?
G.LA
15:57 11-09-2024
13
ნეტა არ გიტყდებათ ამ რუსების გვერდით დგომა? ან ხალხო რა გინდათ პარლამენტში უნდა გაგხადონ ქვეყნის დასაცინი და ღირსებიც იქნებით. აკეთე ის რაც იცი
Buxra
15:50 11-09-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული