გამოვიდა ჟურნალ "ლელო week"-ის მორიგი ნომერი

AutoSharing Option
შაბათს, 28 დეკემბერს გამოვიდა ჟურნალ "ლელო week"-ის მე-4 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

წლის მოვლენების სახალისო მიმოხილვას;

ინტერვიუს საქართველოს წლის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძესთან; ასევე, ინტერვიუს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელ გურამ კაშიასთან;

რუბრიკა "კოლორიტში" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფორვარდი ზაზა ჯანაშია კარიერის საინტერესო ფრაგმენტებს იხსენებს;

გთავაზობთ წლის საკალათბურთო ნომინაციებს;

ალბათ, დაგაინტერესებთ წერილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ ნაკრებთა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებდნენ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალს;

ვამთავრებთ სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის ბეჭდვას, რომლის ბოლო ნაწილში ფერგიუსონი არსენ ვენგერთან ურთიერთობებს იხსენებს;

რუბრიკა
"სპორტსმენ ქალბატონებში" წაიკითხავთ ინტერვიუს ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთან;

ასევე, წლის სახალისო ფოტოკოლაჟებს და მრავალ სხვას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული