ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

AutoSharing Option
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგურავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან ახლოს დაგეგმილი გასართობი ატრაქციონების მშენებლობა შეჩერებულია.

ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, მიწის მფლობელს, რომელიც კონსტრუქციის მშენებლობას გეგმავდა, მათთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ბერიძის განმარტებით, ეკლესიასთან, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი განისვენებს, მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი ნებართვის გაცემა არ იგეგმება.

მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტიდან ქუმარიტაშვილის საფლავთან მისი სახელობის სკვერის მოსაწყობად თანხა გამოიყოფა.

ზემოაღნიშნული ატრაქციონის მშენებლობის შემთხვევაში, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლები ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენებას გეგმავდნენ. ამასთან ერთად, დაღუპული სპორტსმენის მამა, დავით ქუმარიტაშვილი სხვა
პობლემაზეც საუბრობს, რომელიც 4 წელია აწუხებს.

"ელემენტარული, ეკლესიის ირგვლივ ღობე ვერ გააკეთეს, ზაფხულობით ნახირი შემოდის და ნაკელის გროვაა როგორც ეკლესიის ეზოში, ასევე საფლავის ირგვლივ. არავის ადარდებს, მოუაროს ამ ტერიტორიას. ტურისტები რომ მოდიან, მრცხვენია. რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე, თუ არავინ მიხედავდა? იძულებული ვარ, მოვიწვიო ჟურნალისტები, საზოგადოება და მათ თვალწინ ამოვასვენო ჩემი შვილი",
- აცხადებს დაღუპულის მამა.

იხილეთ ვრცლად
წყარო: sknews.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერს ვატარებთ და ამადსობაში ქვეყანა
ჩამოგვემხო სანწუხაროდ.თუმცა სადღაა ქვეყანა.გუბერნია გავხდით,თავისი კუპცებით.
კახა ქ.
17:46 07-02-2022
0
უსირცხვილო და უგულო ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყანაა სამწუხაროდ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული