სპორტსმენმა ფოტოსესიიდან რამდენიმე კადრი "ტვიტერის" მიკრობლოგზე განათავსა.
ცნობილი ავსტრიელი სამთო მოთხილამურის, პეპი (იოზეფ) შტიგლერის ქალიშვილი, რეზი, აშშ-ის სახელით გამოდის. ის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორი რამდენჯერმე გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2005 წელს ჰქონდა, როდესაც მეექვსე ადგილი დაიკავა. რეზი შტიგლერი სოჭის ოლიმპიადაზეც გამოდიოდა და გიგანტურ სლალომში მან 29-ე ადგილი დაიკავა.