თბილისში სპორტულ ორიენტირში ღია ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული ორიენტირების სპორტული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, 2-3 მაისს გაიმართა თბილისის ღია ჩემპიონატი სპორტულ ორიენტირში. შეჯიბრში ქართველი, ნორვეგიელი, ფინელი, ამერიკელი, შვედი და თურქი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებები გაიმართა ლისის ტბისა და ძველი თბილისის ტერიოტერიებზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სპორტულ ორიენტირებაში მიზანი რუკითა და კომპასით უცხო გარემოში ორიენტირება და დასახულ მიზნამდე მისვლაა. მას ხუმრობით სირბილის დროს ჭადრაკის თამაშსაც ადარებენ, რადგან რუკის წაკითხვა მორბენალისათვის, როდესაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ადვილი ნამდვილად არ არის. შედეგის მისაღწევად თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური უნარჩვევების გამოვლენა.

საქართველოში სპორტული ორიენტირება
შესაძლოა არ იყოს სხვა სპორტული სახეობების მსგავსად პოპულარული, თუმცა უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით სკანდინავიაში, იგი სასკოლო სასწავლო პროგრამაშიცაა შეტანილი. ამ სახეობაში იმართება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, როგორც მოყვარულთა, ასევე პროფესიონალთა შორის.

თბილისში გამართულ ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი და გამგეობის წევრი კახა ნიკოლაძე.

ტურნირის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გადაწყდა, რომ ორივე ფედერაცია მოსწავლეებისათვის უკვე წელსვე ერთობლივად ჩაატარებს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილ თამაშს "ლეგენდების კვალდაკვალ", რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სპორტული ორიენტირი იქნება.

საპილოტე თამაშის გამართვა წელსვე იგეგმება. მასში მონაწილეობას რადენიმე სკოლა მიიღებს. ტურნირის მოწყობამდე დაგეგმილია პედაგოგთა გადამზადება.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული