პირველად საქართველოში - ინოვაციური პროექტი სპორტული სამყაროსთვის

AutoSharing Option
სპორტული სააგენტო Future Stars Agency (FSA) საქართველოში პირველი იწყებს სპორტული სამყაროსთვის ინოვაციურ პროექტს - სპორტულ მედიაციას.

ეს მეთოდი სპორტის სფეროში წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც აპრობირებულია ევროპასა და აშშ-ში.

დავის გადაწყვეტის ამ გზის შემთხვევაში, მხარეთა მიერ არჩეული კვალიფიციური მედიატორი ხელს შეუწყობს მხარეებს დავის მოლაპარაკებით დასრულებაში.

დავა განიხილება ორი მედიატორის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი არის იმ სპორტის სახეობის (რომელსაც უკავშირდება დავა) ვეტერანი, ავტორიტეტული სპეციალისტი, ხოლო მეორე - იურისტი ან სხვა პროფესიის მქონე პირი. მედიატორებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი და მინიჭებული აქვთ
მედიატორის სერთიფიკატი.

კონკრეტული სპორტის სახეობების მიხედვით, FSA-ს მედიატორები სპორტიდან იქნებიან: ვაჟა ჟვანია, რევაზ ძოძუაშვილი, ლევან ნოდია, სერგო კუტივაძე (ყველა - ფეხბურთი); ნოდარ ქორქია (კალათბურთი); ირაკლი მაჩხანელი, დავით აბაშიძე (ორივე - რაგბი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული