ასეთ სიცხეში წვიმა არც ჩვენ გვაწყენს.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
ბრაზილიის მოსაზრება:
"მეტი არაა ჩემი მტერი, მიხვდნენ... მაგრამ საოცარია: 10 წელია ერთი და იგივე ხდება. მოვლენ ტელევიზიიდან, ჩაწერენ ინტერვიუს მწვრთნელთან ან ფეხბურთელთან, მორჩებიან და მერე ეკითხებიან - თქვენი სახელი, გვარი და ასაკი:)))))"
ინგლისი (ესეც პირობითად):
"ერთხელ, მრავალი წლის წინ, ერთმა ტელეჟურნალისტმა გოგონამ რესპონდენტს ჰკითხა, ოლიმპიადა სად ტარდებაო. იმან
ბრაზილია:
"ეს იგივეა, რაც ვანდამის ამბავი: ჟან-კლოდ ვან დამზე რომ ამბობენ, ოთხივეს დედაც ვატირეო..."
გერმანია (პირობითად):
"ჩხოროწუს "სამეგრელო" რეგიონლიგაში (მეორე ლიგა), თამაშობდა და ჟურნალისტმა გოგონამ (საკმაოდ რეიტინგული ტელეარხის) მწვრთნელს ჰკითხა, მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში შეძლებთო თამაშს?"
ბრაზილია:
"ადრე მახსოვს, დემეტრაძე ცხინვალის "სპარტაკში" რომ თამაშობდა, ჩაწერეს და სახელ-გვარი ჰკითხეს: იმანაც, სეროჟ იშტოიანიო:))"
გერმანია:
"დემე ეტყოდა: გაკრიტიკება არ მიყვარს ამ კუთხით, მაგრამ ვერ ვიტან, რომ ყბედობენ და ფეხბურთის აზრზე რო არ არიან და ვითომ რომ გონიათ, შენზე მეტი იციან, რადგან მიკროფონი უკავიათ:)))"
არგენტინა:
"მესი რომ ჩამოვა, აგვისტოში, იმასაც ჰკითხავენ სახელსა და გვარს?"
გერმანია:
"დარწმუნებული ვარ, იქნება ისეთიც, რომ სახელი არ ეცოდინება, მარტო სიტყვა მესი რომ გაუგონია".
ბრაზილია:
"მესის რომ ჰკითხონ - საქართველოს ჩემპიონატისთვის 12-გუნდი სჯობს თუ 16:))"
ინგლისი:
"და მესიმ რომ უპასუხოს... თავისი ხედვა წარმოადგინოს ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით".
იტალია:
"ან პროგრამა რომ ჩამოიტანოს თან... რამდენი წელია ელოდებით ამ პროგრამას და აგერ, მე დაგიწერეთო..."
ესპანეთი:
"დიდი ამბავი - ერთმა ელენე ახვლედიანის გამოფენაზე იკითხა, მხატვრის მობილურის ნომერს ხომ ვერ მომცემთო..."
ქართლი (პირობითად):
"არ მავიწყდება ერთი ისტორია: ჩემი რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტმა სიუჟეტში თქვა, "ვიტ ჯორჯიამ" გოლი გაიტანა 16 საათსა და 25 წუთზეო (16 სთ-ზე დაიწყო და გაიტანა პირველი ტაიმის 25-ე წუთზე). მეორე დღეს შემხვდა იმ ტვ-ის საინფორმაციოს უფროსი. ვეუბნები და მპასუხობს: ახლა მეჩქარება, მითხარი, სად იყო შეცდომა და ვეტყვი, რომ სხვა დროს სიუჟეტში სხვანაირად თქვასო".
არგენტინა:
"2013 წელს რეპორტაჟი გადაიცა - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიურ ტურნირზე ითამაშაო. არადა, ნაკრები იმ მომენტისთვის შეკრებილი საერთოდ არ იყო. თურმე ორი წლის წინანდელი მასალა ამოუღიათ ინტერნეტიდან, ახალი ეგონათ".
იტალია:
"2007 წელი იყო... 13 მაისი! ერთ ჟურნალისტს კოტე მახარაძესთან ინტერვიუს ჩაწერა დავავალეთ... პატიოსნად დაურეკა სოფიკო ჭიაურელს და მორიდებით მიმართა - ბატონ კოტეს სთხოვეთო! არ ვიცი, სოფიკო ჭიაურელმა რა უპასუხა, მაგრამ ერთი მახსოვს - ტელეფონი ხელში შერჩა და გაოცებული იყურება - მივლინებაში ყოფილა და რას მარეკვინებთო!"
ინგლისი:
"კიდევ კარგი, არ უპასუხა..."
იმერეთი:
"ჰუფნაგელს ქართული პასპორტი რომ გადასცეს, ერთმა გოგომ ჰკითხა კობა ჟორჟიკაშვილს - ვიყიდეთო?"
იტალია:
"ალბათ, მამუკა კვარაცხელიაც წაიკითხავს ამ კომენტარს. შვედეთში, ულევის სტადიონზე ვართ... "ლაციოს" და "გიოტებორგს" შორის ამხანაგური თამაში იყო... ცოცხლად მაქვს ნანახი 45 მეტრიდან სინიშა მიხაილოვიჩმა ჯარიმა რომ გაიტანა, რაღაც სასწაული! მოკლედ, მე და მამუკა ალან ბოქშიჩს ველაპარაკებით. და ამ დროს ვიღაც მოდის და მამუკა ეძახის, გადმოვაქართულებ - ჩემი ძმა, ერთი ბოქშიჩთან სურათი გადაგვიღე და შენც რომ მაგარი გახდები, მერე შენთანაც გადავიღებთო... სიმონე ინძაგი იყო, სახეზე ფერი დაკარგა!!!"
იტალია:
"საქართველო ხვდება ლატვიას... შოთას და კობის გოლებით ვიგებდით, მგონი, და მერე ერთი გოლი შეგვიგდეს. შეხვედრის 89-ე წუთია, მეოთხე მსაჯი აჩვენებს შეცვლას და ასწია 13 ნომერი. ერთი ჩვენი კოლეგა... მე შენი დედა... 13 წუთი დასამატებელი რა ნახეო!!!"
იმერეთი:
"ესეც ითქვა: უპრეცედენტო შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, მსაჯმა პირველ ტაიმს 27 წუთი დაამატაო..."
საფრანგეთი:
"2003 წლის ამბავია: გერმანიაში ვუყურებ რეპორტაჟს თბილისიდან. უცებ კადრში კოტე ყუბანეიშვილი გამოჩნდა, გერმანელი ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს და ქვემოთ ტიტრები მიდის: ალიოშა მურადოვი, ყოფილი ზეინკალი, ამჟამად უმუშევარიო :))))"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"