გინესის რეკორდების წიგნი: რეკორდები სპორტსმენებისგან

AutoSharing Option
გინესის რეკორდების 2016 წლის გამოცემაში რამდენიმე სპორტული რეკორდი და მიღწევა შეიტანეს.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რეკორდი დაამყარა ესპანეთის ჩემპიონატში შესრულებული ჰეთ-თრიკების რაოდენობით (27), აგრეთვე ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა "ფეისბუქსა" და "ტვიტერში" - 27 მილიონზე მეტი ხელმომწერი. მისი მუდმივი მეტოქე, "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი ასევე მოხვდა წიგნში, როგორც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (77 გოლი).

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიიღო ოთხი სერთიფიკატი: ყველაზე მეტი ქულა პრემიერლიგის ერთ სეზონში (95), ყველაზე მეტი მოგება ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა გუნდთან ერთად, ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი
(49 წლის, 12 დღის), ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გამარჯვებას მიაღწია და ყველაზე ხანგრძლივი საშინაო წაუგებელი სერია პრემიერლიგაში (77).

რეკორდსმენებს შორის მოხვდნენ: ფრანჩესკო ტოტი (ჩემპიონთა ლიგაზე გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი), ედეგორი (ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე), როჟერიო სენი (საუკეთესო მეკარე-ბომბარდირი), იაია ტურე (აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოგებების სარეკორდო სერია) და სხვა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაჯილდოვდა ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთი მოგებისთვის. წიგნში ასევე ნახსენებია სერბის გამარჯვება "დიდი სლემის" ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ფინალში: 5 საათი და 33 წუთი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე.

სერენა უილიამსი გინესის რეკორდების წიგნში ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ჰონორარის წყალობით მოხდა.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი დაჯილდოვდა სეზონების სარეკორდო სერიისთვის - სადებიუტო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ყოველ სეზონში მინიმუმ ერთ რბოლას იგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული