ლა­შა დვა­ლიშ­ვი­ლი: სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას "ლე­ლოს" რე­დაქ­ცი­ი­დან ვიწყებ!..

AutoSharing Option
15 სექ­ტემ­ბე­რი ჩვე­ნი ამ­ქ­რის­თ­ვის "ცხე­ლი" დღე იქ­ნე­ბა. ამ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რია მას შემ­დეგ, რაც პოს­ტი და­ტო­ვა გია გორ­გო­ძემ.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერ­თ­მა ყვე­ლა­ზე წო­ნი­ან­მა კან­დი­დატ­მა, ლა­შა დვა­ლიშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია "ლე­ლო­ში" სტუმ­რო­ბით და­იწყო. სამ­ს­ჯავ­რო­ზე გა­მოგ­ვაქვს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გეგ­მე­ბი...

ბო­ლო დროს ცნო­ბი­ლი ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტი თბი­ლი­სუ­რი სუ­პერ­თა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, მას­თან სა­უბ­რი­სას ამ თე­მა­საც შე­ვე­ხეთ...

- მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს ბევ­რი კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. რა­ღა დავ­მა­ლო,
მაქვს ამის ამ­ბი­ცია.

ჩე­მი აზ­რით, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­თა­ვე­ში უნ­და იყოს აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. მე რო­გორც ვი­ცი, თა­ვის დრო­ზე ამ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო, ახ­ლა კი ასე აღარ არის. ბო­ლო წლებ­ში ეს ნდო­ბა და­ი­კარ­გა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩე­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ზა­ნი ამ ნდო­ბის აღ­დ­გე­ნა იქ­ნე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ისე­თი პროგ­რა­მი­სა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, ხელს შე­უწყობს ქარ­თუ­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. მთა­ვარ საქ­მედ მი­მაჩ­ნია, რომ სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ყვე­ლა წევ­რი ჩარ­თუ­ლი იყოს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, ყვე­ლამ ერ­თად მი­ვი­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი...

- რას იტყ­ვით იმ პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც აპი­რებთ გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში?
- ჩვენ ხში­რად გვეს­მის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ, და­ვუშ­ვათ, იშ­ვი­ა­თად ეწყო­ბა სე­მი­ნა­რე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც ჟურ­ნა­ლის­ტ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ასე­თი სე­მი­ნა­რე­ბის მოწყო­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ვერ ვიფ­რენთ ღრუბ­ლებ­ში და ვერ დავ­პირ­დე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ სე­მი­ნა­რებ­ზე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ვუშ­ვებთ. ეს არ არის რე­ა­ლუ­რი იმ ბი­უ­ჯე­ტის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვაქვს.

ჩე­მი ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტ­თა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის, პრობ­ლე­მე­ბი აქვთ სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც. აქ, რა თქმა უნ­და, ვგუ­ლის­ხ­მობ თუნ­დაც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრ­ობ­ლე­მებს. უნ­და ვი­მუ­შა­ოთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არ არის ერთ ან ორ კვი­რა­ში მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კითხი, თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქონ­დეს ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ვებ­გ­ვერ­დ­ზე...

ზე­მოთ ფონ­დი ვახ­სე­ნე. ის და­კა­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს თუნ­დაც იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ასა­კის გა­მო უმუ­შევ­რე­ბი რჩე­ბი­ან. არა­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ბევ­რი გა­ა­კე­თეს რო­გორც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თ­ვის, ისე თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის.

ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი რე­ა­ლო­ბა, რომ სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ვი და­ფა­სე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს. იუბი­ლეს მი­ლოც­ვა იქ­ნე­ბა, ჭი­რი თუ ლხი­ნი, ჩვენ მათ გვერ­დით უნ­და ვი­ყოთ... ავი­ღოთ თუნ­დაც მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი. ავად­მ­ყო­ფო­ბის­გან არა­ვი­ნაა დაზღ­ვე­უ­ლი. არ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი 100 პრო­ცენ­ტი უნ­და და­ფი­ნან­ს­დეს ამ ფონ­დი­დან, მაგ­რამ სა­ნა­ხევ­როდ ხომ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა?!

ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს პრეს­კ­ლუ­ბი. აქ შეგ­ვიძ­ლია მო­ვაწყოთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი. მი­ვი­დეთ სპონ­სორ­თან და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ის ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბით, ატ­რი­ბუ­ტი­კა­ზე მა­თი ლო­გოს გა­მო­ყე­ნე­ბით...

მინ­და, ასო­ცი­ა­ცი­ამ ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მავ­ლის რო­ლი შე­ას­რუ­ლოს ქარ­თ­ველ ლე­გი­ო­ნე­რებ­სა და ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შო­თა არ­ვე­ლა­ძე. ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას ჩვენს პრეს­კ­ლუბ­ში მო­ვიწ­ვევთ და და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვე­სა­უბ­რე­ბით...

- თქვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სად იქ­ნე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის ოფი­სი?
- ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­ვე შევ­ხ­ვ­დი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას. ოფი­სი იქ­ნე­ბა "დი­ნა­მო არე­ნა­ზე". ეს იქ­ნე­ბა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, სუფ­თა ოთა­ხი. სხვა­თა შო­რის, სუ­პერ­თა­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პე­რი­ოდ­ში იქ უეფას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი დე­ლე­გა­ცია მუ­შა­ობ­და.

- აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ლა­შა დვა­ლიშ­ვი­ლი - გრა­ფი­კი ხელს ხომ არ შე­გიშ­ლით?
- არ შე­მიშ­ლის ხელს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, ღა­მით მაქვს. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კი დატ­ვირ­თ­ვამ იკ­ლო მას შემ­დეგ, რაც სუ­პერ­თა­სი ჩა­ტარ­და... ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი მაქვს. მუ­შა­ო­ბა ჩე­მი მო­წო­დე­ბაა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­თ­მევ თავს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა...

- ასო­ცი­ა­ცი­ის წი­ნა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, თუნ­დაც გარ­კ­ვე­ულ სეგ­მენ­ტ­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ავი­ღოთ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა, რაც არ არის პა­ტა­რა საქ­მე...
- ამა­საც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ და სხვა პრო­ექ­ტე­ბიც გვექ­ნე­ბა. წე­ღან ინ­ტერ­ნეტტე­ლე­ვი­ზია ვახ­სე­ნე. იქ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­ს­ჯავ­რო­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი ნაშ­რო­მი... ასე­ვე, გვინ­და, რე­გი­ო­ნებ­ში მი­ვავ­ლი­ნოთ გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რა­თა მათ სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი გა­აც­ნონ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს...

- ფი­ნან­სე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც არა­ფე­რი გა­მო­ვა - სა­ი­დან უნ­და მო­ხერ­ხ­დეს მა­თი მო­ბი­ლი­ზე­ბა?
- ჩვენ ვი­ცით, რომ რო­ცა სპონ­სორ­თან მი­დი­ხარ და ეუბ­ნე­ბი, ფუ­ლი მჭირ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის­თ­ვი­სო, ის წამ­ს­ვე კითხ­ვას გიტ­რი­ა­ლებს - მე­რე მე რა? უკ­ვე ვთქვი, რომ ჩვენს პრეს­კ­ლუბ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­თავ­სოთ სხვა­დას­ხ­ვა სპონ­სო­რის ლო­გო­ე­ბი, ფლა­ე­რე­ბი, ატ­რი­ბუ­ტი­კა...

- ვინ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ თქვენს გუნ­დ­ში?
- დღეს თავს შე­ვი­კა­ვებ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან. ერ­თი შე­მიძ­ლია ვთქვა - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- რო­გორ გე­სა­ხე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან, სხვა­დას­ხ­ვა ფე­დე­რა­ცი­ას­თან?..
- ჩვენ ყვე­ლა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ვა­პი­რებთ მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ამა­ვე დროს, მინ­და ვთქვა, რომ სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცია უნ­და იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, არ უნ­და იქ­ცეს არ­ცერ­თი უწყე­ბის და­ნა­მა­ტად, არა­ვის­ზე უნ­და იყოს მიბ­მუ­ლი.

- თბი­ლი­სურ სუ­პერ­თას­ზე გკითხავთ, რომ­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დით. უეფა­ში თქვენ­მა გა­წე­ულ­მა სა­მუ­შა­ომ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა...
- გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო საწყი­სი პე­რი­ო­დი. უეფას თა­ვი­სი სა­მუ­შაო სპე­ცი­ფი­კა აქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე დო­კუ­მენ­ტებს ითხო­ვენ. პრინ­ტე­რის მო­ტა­ნა ხომ უმ­ცი­რე­სი ნი­უ­ან­სია, მაგ­რამ ამა­ზეც კი.

რო­ცა უეფას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­მო­დის თა­მა­შის შემ­დეგ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­თან და ამ­ბობს, რომ ეს არის სა­უ­კე­თე­სო სუ­პერ­თა­სი, რო­მე­ლიც მას უნა­ხავს, რო­გორც თა­მა­შის და­ძა­ბუ­ლო­ბით და ხა­რის­ხით, ისე სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კუთხით, ამით ბევ­რი რა­მაა ნათ­ქ­ვა­მი. მარ­თ­ლაც დი­დი შრო­მა გას­წია სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის თი­თო­ე­ულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ ეს შრო­მა დაგ­ვი­ფას­და. არა­ნა­ი­რი ინ­ცი­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა სუ­პერ­თას­ზე. ერ­თა­დერ­თი, "ბარ­სე­ლო­ნა­სა" და "სე­ვი­ლი­ას" ქო­მა­გე­ბი წა­კინ­კ­ლავ­დ­ნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე მოგ­ვარ­და. იყო ნერ­ვი­უ­ლო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი... მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რ­და.

- თუ იყო ისე­თი ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც უკე­თე­სად გინ­დო­დათ, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო?
- კი, იყო... გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი. ჩე­მი აზ­რით, ჯონ ლე­ნო­ნის "იმე­ჯინ" და ქარ­თუ­ლი ჩო­ხა შორ­საა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. უბ­რა­ლოდ, ქარ­თუ­ლი მხა­რე არ ყო­ფი­ლა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი­სა. უეფამ აიღო თა­ვის თავ­ზე ყვე­ლა­ფე­რი და პო­ლო­ნურ მხა­რეს მი­ან­დო.

- სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია რო­დის და­იწყეთ?
- თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩემს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას "ლე­ლოს" რე­დაქ­ცი­ი­დან ვიწყებ. დი­დი მად­ლო­ბა მოწ­ვე­ვის­თ­ვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული