12:52 17-09-2015
სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია [VIDEO]
AutoSharing Option
ვიდეო მომხმარებელმა ლიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ ატვირთა რუსული მინაწერით: "სიჭინავა ზვიად ამირანოვიჩ! ვამაყობ შენით".
ზვიად სიჭინავა, რომელიც ცოტა ხნის წინ ოჩამჩირეში ცნობილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა, ასეთ სადღეგრძელოს სვამს:
"სოხუმი ძალიან მიყვარს. აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს ჩემთვის. ეს მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის. ეს არის ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ყბაში მიმიღია, სადაც მიჩხუბია... მე ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა დავლიო სადღეგრძელო ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, აქვს დანიშნულება, სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიდის".
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
სიჭინავა ... ამიტომაც უგებდა ... კობიაშვილს მოვუწოდებ სფფს ძველი შემადგენლობიდან დამლაგებელიც კ იარ დატოვოს და მთლიანად ახალი კადრებით დააკომპლექტოს ...
0
0
თენგო ნართალი ხარ ძმაო.და ....(სიჭინავას) რაც შეეხება,ეს საერთოდ არაა ქართველად მისაჩნევი,მე რო მკითხო ამ სიტყვების მერე ამას არ უნდა ქონდეს საქართველოში ცხოვრების უფლება,............. ქართველი მეგობრები როგორ უნდა გყავდეს შენ,......შენ საკუთარი სამშობლო ფეხებზე გკიდია და რა მეგობრობაზეა ლაპარაკი,სირცხვილი იმ ქართველს ვინც შენ მეგობრად მიგიჩნევს. .....
0
0
თენგო-მართალი ხარ ძმაო. და ამ რეპტილიას(სიჭინაბას) რაც შეეხება
0
0
მერამდენედ ვუყურებ ამ კადრებს და ახალახალ გარემოებებს აღმოვაჩენ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ქართული ფეხბურთის მამამარჩენალი რომ იყო. წარმოგიდგენიათ, რამხელა წარმოდგენა აქვს თავზე, როცა ლაპარაკობს, – აფხაზი უფრო მეტი მყავს ქართველ მეგობრებზე, ქართველების სამარცხვინოდო. დალოცვილო, ქართველები თუ არ გემეგობრებიან, საკუთარ თავში ეძიე მიზეზი...
0
0
ეს ვინ ყოფილა. შეგეზიზღება.
0
0
ვაი სირცხვილო სადამდე მივედით
0
0
აფხაზეთს ომით და სიძულვილით ვერ დავიბრუნებთ,ყველა ურა ,,პატრიოტი,, ....... საქართველოს მტერია
0
0
svani_7 სიჭინავა რომ .... ეს ცნობილი ამბავია, ეს კაცი უბრალოდ ...., ამ ვიდეოთი ეს კიდე ერთხელ დასტურდება. რაც შეეხება ურა პატრიოტიზმს სწორედაც რომ გულზე მჯიღის ცემაა ურა პატრიოტიზმი, დავით აღმაშენებელს რომ იხსენებთ თუ არ იცით მე შეგახსენებთ რომ აღმაშენებელი თავისით კრეფდა ხარკს და უხდიდა სელჩუკებს თითქმის 20 წლიწადი და მათთან ამ ხნის განმავლობაში მშვიდობას ინარჩუნებდა, ამ პერიოდში კი ქვეყანამ მათი თარეშისგან დაისვენა, რამაც მისცა საშუალება მოეძლიერებინა სახელმწიფო და საბოლოო ჯამში მიეყვანა იმ დონეზე რომ დიდგორი მოეგო. მეფედ კურთხევისთანავე რომ გულზე მჯიღის ცემა დაეწყო ის ოქროს ხანაც აღარ ექნებოდა საქართველოს. ჩვენი წინა ხელისუფლება კი პირიქით მოიქცა, გულზე მჯიღის ცემით ომამდე მივიდა და მერე ამ ომიდან სამარცხვინოდ გაიქცა და ყველაფერზე მოაწერა ხელი ოღონდ ხელისუფლება შეენარჩუნებია.
0
0
ქართულ ფეხბურთს რევოლუცია კიარა საქმისმკეთებელი წესიერი ხალხი ჭირდება.და არა მედროვე უზნეო უპრინციპო ადამიანები.
0
0
12 წლის წინ მხოლოდ ართულ ფეხბურთში რომ მომხდარიყო ვარდების რევოლუცია დღეს ეს ქვეყანა უფრო უკეთესად იქნებოდა!!
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული