გაზეთი "ლელო" ოქტომბრის საუკეთესო პროგნოზისტია

AutoSharing Option
კომპანია "ლიდერბეთმა" ახალი საინტერესო პროექტი წამოიწყო - "თვის საუკეთესო პროგნოზისტი სპორტულ ჟურნალისტთა შორის".

ოქტომბრის თვის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის, "რუსთავი 2-ის", "მაესტროს", "იმედის", "SILK TV-ის", "TVS-პირველის" სპორტული რედაქციებისა და გაზეთ "ლელოსა" და "ჩვენი თამაშის" სპორტულმა ჟურნალისტებმა.

"ლიდერბეთის" მიერ ჩარიცხული თანხით მათ ჯამში 15 ბილეთი გააკეთეს. თანხა გაზეთ "ლელოს" მიერ გაკეთებულმა ერთ-ერთმა ბილეთმა მოიგო და მოგებულ თანხასთან ერთად, ოქტომბრის თვის საუკეთესო პროგნოზისტი "ლელოს" სპორტული გუნდი გახდა.

გოტფრიდ ლენცმა, პაატა გელაშვილმა, მიხეილ ჯაშმა და გია ტუხაშვილმა კომპანია "ლიდერბეთისგან" სამახსოვრო პრიზებიც მიიღეს.

"ლიდერბეთი" მომავალშიც ყოველთვე ერთ-ერთი შაბათ-კვირის წინ სპორტული რედაქციებისა და სპორტული გაზეთების ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას, მოიგონ თანხა და სპორტულ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო პროგნოზისტიც გამოავლინონ.

თვის საუკეთესო პროგნოზისტი გუნდი გახდება ის, ვინც მოიგებს ბილეთს ან ყველაზე მაღალ კოეფიციენტს გამოიცნობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული