"გულითადად ვულოცავ ცოცხალ ლეგენდას, საერთაშორისო დიდოსტატს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია!", - განაცხადა ფიფიამ.
იტალიაში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.