ESPN-ის რჩეულები: სერენას მერვე ტრიუმფი

AutoSharing Option
ტელეკომპანია ESPN-მა ლოს ანჯელესში ყოველწლიური სპორტული პრემიები დაარიგა.

ნომინაციაში "საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი", მერვედ გაიმარჯვა ამერიკელმა სერენა უილიამსმა, ხოლო საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

პრემია თავდადებისთვის, რომელიც ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის არტურ ეშის სახელს ატარებს, სიკვდილის შემდეგ დაიმსახურა ზეივონ დობსონმა. ქალაქ ნოქსვილში სროლის დროს, იუნიორი ფეხბურთელი ორ გოგონას გადაეფარა და ისინი სიკვდილს გადაარჩინა. მის ნაცვლად პრემია დედამ და ძმებმა ჩაიბარეს.

წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ტაირონ ლიუ, ხოლო წლის გუნდი - მის მიერ გაწვრთნილი "კლივლენდი".

წლის
საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენისა და NBA-ის საუკეთესო მოთამაშის პრიზები "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მიიღო. მან მესამე პრიზიც დაიმსახურა - საუკეთესო საჩემპიონო გამოსვლისთვის.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა WNBA-ის კლუბის, "სიეტლ სტორმის" ლიდერი ბრიანა სტიუარტი.

პრემია რეკორდების დამყარებაში სტივენ კარიმ მიიღო - 402 სამქულიანი სეზონში!

შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელს რონდა როუზს ერგო პრიზი - "წლის იმედგაცრუება". ჯილდო - "წლის გარღვევა" ბეისბოლის კლუბის "ჩიკაგო კაბსის" მოთამაშემ ჯეიკ არიეტამ დაიმსახურა.

ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ჰოკეისტი გახდა "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი. ლეგენდის ტიტული დაიმსახურეს - კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა, ფეხბურთელმა ები უამბახმა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ პეიტონ მენინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული