ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

სპორტსმენები ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ.

ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაზე გადასცა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული