განვლილ უქმეებზე სამი ტურის შეხვედრები გაიმართა. გაუწყებთ მათ შედეგებს:
VI ტური. საქართველო-ვიეტნამი 3:1 (ნანა ძაგნიძე-ლე ტაო ნგუენ დემი 0.5:0.5, ლელა ჯავახიშვილი-დი ბაო ჰოანგი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-დი კიმ ჰუანგ ვო 1:0, სალომე მელია-დი მაი ჰუანგ ნგუენი 1:0), აშშ-ჩინეთი 1:3, ინდოეთი-რუსეთი 1:3, ჰოლანდია-ეგვიპტე 3.5:0.5.
VII
მე-8 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები შეჯიბრების ერთ-ერთ ლიდერ უკრაინას დაუპირისპირდა. მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე 24-ე სვლაზე დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ნატალია ჟუკოვა-ლელა ჯავახიშვილი, ინა გაპონენკო-ბელა ხოტენაშვილი.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, რომელმაც იულია ოსმაკს სძლია. საბოოლოდ წარმატებას საქართველომ მიაღწია – 2.5:1.5.
დანარჩენი მატჩები: აშშ-აზერბაიჯანი 2:2, ინდოეთი-ვიეტნამი 2.5:1.5, პოლონეთი-ჩინეთი 1:3, ეგვიტე-რუსეთი 0.5:3.5.
რვა ტურის შემდეგ: რუსეთი-14, უკრაინა-12, ჩინეთი-11, საქართველო, ინდოეთი-10-10, პოლონეთი-7, აშშ-6, აზერბაიჯანი, ვიეტნამი-5-5, ეგვიპტე 0 ქულა.
IX ტურში ითამაშებენ: საქართველო-აშშ, რუსეთი-უკრაინა, ჩინეთი-ეგვიპტე, ვიეტნამი-პოლონეთი, აზერბაიჯანი-ინდოეთი.
ვაჟები. VIII ტური.
ბელორუსი-პოლონეთი 1:3, ჩინეთი-ნორვეგია 3.5:0.5, ინდოეთი-რუსეთი 1.5:2.5, აშშ-უკრაინა 1.5:2.5, ეგვიპტე-თურქეთი 1:3.
რვა ტურის შემდეგ: ჩინეთი-14, რუსეთი-13, პოლონეთი-12, თურქეთი-10, ინდოეთი-9, აშშ-8, უკრაინა, ბელორუსი-6-6, ნორვეგია-2, ეგვიპტე-0 ქულა.
IX ტური.
თურქეთი-ბელორუსი, უკრაინა-ეგვიპტე, რუსეთი-აშშ, ნორვეგია-ინდოეთი, პოლონეთი-ჩინეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შენ სხვის ხმას აყოლილხარ,გეყურებინა პარტიებისთვის და ანალიზიც მერე გაგეკეთებინა!ამ გუნდს კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია,მხოლოდ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო