11:53 20-02-2015
მოჭადრაკეები VS მოჭიდავეები - მსაჯი ნონა გაფრინდაშვილი [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა დიდოსტატმა ვერც გრიშჩუკთან გააწყო ვერაფერი და მე-40 სვლაზე დანებდა. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5:0,5, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0:1, პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5:0,5, ლენიერ დომინგესი (კუბა)-რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 0,5:0,5, ანიშ გირი (ჰოლანდია)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0,5:0,5.
ოთხი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 3,5, იაკოვენკო, გირი, გრიშჩუკი - 2,5-2,5, მამედიაროვი, კასიმჯანოვი, დომინგესი, რაჯაბოვი - 2-2, ვაშიე-ლაგრავი, ანდრეიკინი, სვიდლერი-1,5-1,5, ჯობავა-0,5 ქულა.
19 თებერვალს მოჭადრაკეებმა დაისვენეს, უფრო სწორად - გრან-პრის მონაწილეთა ერთი ნაწილი (პიოტრ სვიდლერი, ევგენი ტომაშევსკი, რუსტამ კასიმჯანოვი, ლენიერ დომინგესი, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, დმიტრი იაკოვენკო), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, სასპორტო კომპლექს "არენაში" საფეხბურთო მატჩში (მსაჯი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი) ქართველ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს (კახი კახიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ ბლაგიძე, გიორგი ასანიძე, რამაზ ნოზაძე) დაუპირისპირდა.
დაძაბული პაექრობა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ჩემპიონებმა 5:3 მოიგეს...
20 თებერვალს გრან-პრის მე-5 ტურში ითამაშებენ: ვაშიე-ლაგრავი - რაჯაბოვი, კასიმჯანოვი - სვიდლერი, ანდეიკინი - დომინგესი, ტომაშევსკი - გირი, ჯობავა - მამედიაროვი, იაკოვენკო - გრიშჩუკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული