ქალებში მედალოსნების გამოსავლენად 12 ტური გათამაშდა. ნანამ განსაკუთრებით ფინიშზე იყოჩაღა - ბოლო ხუთ ტურში 4 ქულა აართვა მეტოქეებს: დაამარცხა ინდოელი ჰარიკა დრონავალი, რუსები - ალინა კაშლინსკაია და ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო, მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკსა (რუსეთი) და სარასადათ ხადემალშარიეხს (ირანი) დაუზავდა, 12 შესაძლებლობიდან 8 ქულას მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
9.5
ვაჟებში 15 შესაძლებლობიდან 11-11 ქულით პირველ-მესამე ადგილები ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა), ალექსანდრ გრიშჩუკმა (რუსეთი) და მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) გაინაწილეს.
35. გიგა ყუფარაძე (8.5), 61. ლევან ფანცულაია (7), 65. მიხეილ მჭედლიშვილი (7), 71. ბაადურ ჯობავა (7).
დღეს და ხვალ ჩემპიონები და პრიზიორები ბლიცში გამოვლინდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"