დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, დიუსელდორფში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ვერცხლს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა

ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ნორიჰიტო ისოდას დამატებით დროში, ვაზარზე გდებით მოუგო, მანამდე კი გერმანელ მანუელ შაიბელს, ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვს, რუს კამალ ხან-მაგომედოვსა და ებრაელ ტალ ფლიკერს აჯობა.

პაპინაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მონღოლ ბოლდბაათარ განბატთან წააგო.

დღესვე ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ) იასპარეზა, რომელიც სტარტზევე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

25 თებერვალს დიუსელდოფში მედლები კიდევ
ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავლენ, 81-ში კი ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
ვაჟა მარგველაშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
პაპინაშვილის წაგებული ფინალის ვიდეოც რომ დაგეტოთ არ იქნებოდა ცუდი. ეგიც გვნაინტერესებს.
beka
25 თებერვალი 2017 14:24
0
შავდათუაშვილმა და ტატალაშვილმა პირველი შეხვედრები სუფთად მოიგეს.
მიშა
25 თებერვალი 2017 13:11
0
გილოცავთ ბიჭებო.სულ ეარმატებებს გისურვებთ. ამირან გული არ გაიტეხო ოქროც იქნება
qartveli
25 თებერვალი 2017 12:05
0
გილოცავტ ბიჰებო.სულ გამარჯვებიტ გევლოტ.მადლობა ჰეჰენის გამცარებისტვის.
bajo
25 თებერვალი 2017 10:48
0
გვარისა და ქვეყნის მასახელებელია ვაჟა; ვულოცავ!
^*
25 თებერვალი 2017 07:32
0
თქვენ გენაცვალეთ ;გილოცავთ
ქართველი
25 თებერვალი 2017 06:40
0
გაიხარეტ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!! გმადლობთ და გილოცავთ!!!
tngh
24 თებერვალი 2017 22:26
0
საღოლ ვაჟა
912
24 თებერვალი 2017 21:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული