ბექა ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. ფინალში ღვინიაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ხუსენ ხალმურზაევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ღვინიშვილმა (90) პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუ იპონით დაამარცხა, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალ მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით სძლია.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ჭრიკიშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო.
ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ
ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
ჭრიკიშვილი მატიაშვილი და ოქრუაშვილი პირველივე წრეში აგებენ ეს ცუდი ზღაპრიდანაა