პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი - ბრინჯაო
ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა, ცოტა ხანში კი მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი შედგება -
ადამ ოქრუაშვილი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდება.
შეხვედრის ლაივ-სთრიმი ნახვა
ამ ბმულზე შეიძლება.
დღეს კონტინენტის პირელობაზე მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში თამაშდება. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და ელენე ქებაძემ (+78).
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალი იყო. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.