გურამ თუშიშვილი: ერთი მხრივ, მერჩივნა, ფინალში სხვა შემხვედროდა...

AutoSharing Option
ვარშავაში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც პირად შეჯიბრში ჩემპიონობა მოიპოვა, გუნდურში კი რუსებთან გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო, გაზეთ "ლელოს" შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, უკვე ვიგრძენი ევროპის ჩემპიონობა და ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ტრიბუნებზე ბევრი ქართველი ქომაგი იყო, რაც სასიამოვნო ფაქტია და დიდი მადლობა მათ ჩამოსვლისთვის, ქომაგობისა და მხარდაჭერისთვის.

მომზადებული კარგად ვიყავი, მაგრამ ძიუდოში ყველაფერი ხდება და მოგებას წინასწარ ვერ დაგეგმავ. ერთი მხრივ, მერჩივნა, ფინალში სხვა შემხვედროდა,
მაგრამ მეორე მხრივ, კარგი იყო, რომ იქ ადამ ოქრუაშვილი იდგა და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

ტედი რინერი სადღეისოდ დაუმარცხებელია და ამით ყველაფერია ნათქვამი, ჩვენ კი კიდევ ბევრი შრომა გვჭირდება, მის დონეზე რომ ავიდეთ".

ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც შეაფასა.

"დღევანდელი დღე ნამდვილად წარმატებულია და ვულოცავ ბიჭებს ამ მედლებს, თუმცა პირველი ორი დღის შედეგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გამოჩნდა, რომ გუნდში სამუშაო ბევრია, წინ ახალი შეჯიბრებები გველოდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატებით გამოსასვლელად.

სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურად დაეხმარება ძიუდოს ნაკრებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მცირედი თავში არ აგივარდეს ძამიკო და თავი მიაკალი ვარჯიშს! შენ სერიოზული წარმატებების მიღწეცა შეგიძლია
სანაძლეო მაქვს დადებული, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში რინერს დაამარცხებ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული