ჭრიკიშვილის გარეშე - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

AutoSharing Option
გამოცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს.

ირაკლი ცირეკიძეს იქ წასაყვანი 8 კაცი ადრევე ჰყავდა შეგულებული, თუმცა მათ ვინაობას არ აცხადებდა, მინსკის ტურნირის შემდეგ კი მეცხრე მონაწილეც დაასახელა - უშანგი მარგიანი (90).

იმ ტურნირზე გადასაწყვეტი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო - სამი კანდიდატიდან აერჩია უკეთესი, ამ არჩევანმა კი სახლში დატოვა ლაშა გიუნაშვილი (66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (90).

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ.
ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
მიუხედავად ჭრიკიშვილის ჩავარდნისა (დროებით იმედია) მაინც უნდა წაეყვანათ მსოფლიოზე, იქამდე კიდევ აღიდგენდა ფორმას. ავთოს მსოფლიო იცნობს და მასთან ყველა ვერ გადის მოსაგებად,მსოფლიო ჩემპიონია ბოლოსდაბოლოს და მისგან შედეგი ყოველთვის მოსალოდნელია. 9 კაციდან 4 ტურისტი გყავთ, ვინებიც პირველ წრესაც ვერ გაივლიან.თუ კიდევ არის დრო ჭრიკიშვილი ჩასვით სასტავში, მედალს მოიგებს უეჭველი.
ჯ ი ჯი
28 ივლისი 2017 16:36
0
მე თვითონ ყოფილი ძიუდოისტი ვარ და უფრო იოლად ვაფასებ მისი ჭიდაობიდან აშკარად ჩანს მოუმზადებლობა და სიტლანქე. ილეთზე ელემენტარულ შესვლას ვერ აკეთებს და არც ცდილობს. ადრე ყველას ახსოვს მისი ტექნიკური ჭიდაობა, დგეს მისი აჩრდილია დარჩენილი. ცოლი მოიყვანა და აშკარად ნაკლებ დროს უთმობს ვარჯიშს. ადაპტაციას ახალ წონაში დრო ჩირდება და აკვს კიდე შანსი შედეგი გააკეთოს თუ გულით მიუდგება საქმეს. ერთი გამოსავალია, ან შეეშვას ჭიდაობას თუ ზერელედ აპირებს ვარჯიშის გაგრძელებას, ან გულით და წინანდელი მოტივაციით მიუდგეს და შედეგიც მოვა.
twin
27 ივლისი 2017 02:21
0
აღარ ვარჯიშობს ეს კაცი როგორც საჭიროა სწორად გამიგეთ, არ ვარჯიშობს.. დააკვირდით მის მოძრაობებს, შენელებული კადრივითაა, მომზადება აკლია
qqq
27 ივლისი 2017 12:22
0
რა გაუხურეთ საქმე ამ ბიჭს წონაზე. აბა თქვენ დაიკელით 10 კილო როგორია. ასაკიც ემატება ადამიანს და სავარაუდოდ წონას ვერ იგდებს. არაუშავს ამ ეტაპზე არ არის ფორმაში, მაგრამ მიეჩვევა ახალ წონას და ახალი შემართებით გადაეწყობა საჭიდაოდ. წარმატეტები ჩვენს სპორტმენს
levo
27 ივლისი 2017 11:02
0
არაკაცურია ქილიკი იმ კაცთან მიმართებით, ვინც ყველას გვახარებდა. ჩვენც კაცურად უნდა გავიგოთ და გვერდში დავუდგეთ. ვერ მოერგო ამ წონას და ალბათ ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. მე მგონი დაძლევს ამ პრობლემას და კვლავ გაგვახარებს. თუ ვერ შესძლებს, მაინც დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის. ვუსურვოთ აღორძინება.
ცაგარელი
27 ივლისი 2017 10:18
0
ჩემი აზრით ჭრიკიშვილმა როგორღაც უნდა დაძლიოს წონა და ჩამოვვიდეს 81ში თუ ეს ფიზიკურად შესაძლებელია. 90ში ავთოს ღვინიაშვილთანაც არ აქ შანსი. ისე მე მაინც წავიყვანდი მსოფლიოზე, მარგიანის ნაცვლად, მაინც ჭირიკაა))) +100 ადამას წაყვანას კიდე ჯობდა 60 ან 66ში ვინმე ახალგაზრდისთვის მიგვეცა შანსი, გამოცდილებას მაინც მიიღებდა))
ნიკა
27 ივლისი 2017 03:18
0
ავთო აუცილებლად ძველ წონას უნდა დაუბრუნდეს,ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან
zaza
26 ივლისი 2017 17:59
0
ტრავმები და მარცხი ოლიმპიადაზე ძალიან მ,ძიმე დარტყმების სერიად აეწყო ავთოს,თან ფსიქოლოგიურადაც გაუჭირდა,მაგრამ ჭრიკო ქართლელია და გაჯიქებაც ქართლური იცის.ოლიმპიადამდე საკმარისი დროა,ავთო ფორმასაც აღიდგენს,რწმენაც დაუბრუნდება და ჩვენც გაგვახარებს.მაგის კარიერას რომ ვუყურებ,ასე იქნება.
სოსო
26 ივლისი 2017 17:41
0
ავთოს ნაირი მისაბაძი ძიუდოისტი ნეტავ ბევრი იყოს საქართველოში ჩავარდნა ყველას აქვს ვისაც გვჯერავს ავთოსი ყველა დაველოდებით მის შედეგებს
vasil
26 ივლისი 2017 16:50
0
დაბადების დღე, ხომ არ არის, რომ წაიყვანონ? არარის ფორმაში და მორჩა, რა ლაპარაკი უნდა ამას?
დიდია
26 ივლისი 2017 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული