ძიუდო. საქართველოს ნაკრები უნგრეთიდან ბრინჯაოთი ბრუნდება

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.
მეოთხედფინალში ლატვიის ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, ნახევარფინალში, რუსეთთან დამარცხდა.

რამდენიმე წუთის წინ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა ესტონელ თანატოლებს ხუთივე ორთაბრძოლა მოუგეს.

მანამდე, ინდივიდუალურ ბრძოლებში, ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

- ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაბედავას ბრინჯაოს კანოეში რატო არ წერთ
ფოთი
15:46 30-07-2017
0

სიახლეები პოპულარული