"ყველაფერს გავაკეთებთ, ბექაური ოლიმპადისთვის მზად იყოს!" - ნაკრების ექიმი

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრებისას, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ლაშა ბექაურმა (რომელიც 90+-ში გამოდიოდა) მხრის ტრავმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განცხადება გააკეთა:

"ძიუდოისტს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. მიღებული ტრავმის შესახებ დეტალურად ცნობილი მაგნიტორეზონანსული კვლევის შემდეგ გახდება."

კახაბრიშვილის თქმით, სპორტსმენი ახლა თავს მშვიდად გრძნობს და სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იყოს!

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიშვილთან უშუალო შეჯიბრებაში გამარჯვების შემდეგ 20 წლის ძიუდოისტი
მოახლოებულ ოლიმპიადაზე გამგზავრების მთავარი ფავორიტი გახდა.

წყარო: საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია 

altმარცხი ცხრა წამში და ბექაურის ტრავმა - ძიუდოისტებმა გუნდურში ვერ ივარგეს [VIDEO]

altახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი: ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნის გაჟღერება მსურს!


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაუნდოდა ბექაურს მძიმე წონაში?მას რომ 90 ში ეჭიდავა და ზაალიშვილს ან სულამანიძეს მძიმეში, ორივე ორთაბრძოლასაც მოვიგებდით და საფრანგეთსაც გავივლიდით.ტრამვასაც თავისთავად ავიცილებდით.
ნოდიკო
13:40 14-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული