ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე

AutoSharing Option
ბაქოს გრანდ-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე საქართველოს სახელით გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ლაშა ნადირაძე(-66 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), მარი მახარაშვილი (-52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) წარდგნენ.

ლუხუმ ჩხვიმიანმა იტალიელი ანდრეა კარლინო, ასევე, თურქი სალიჰ ილდიზი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გამზატ ზარბეკოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა, გამოცდილი ძიუდოისტი ტაჯიკ ნურალი ემომალისთან დამარცხდა, მარი მახარაშვილი ბელგიელ ამბერ რეულთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 

ასპარეზობას გამოეთიშა გიორგი
სარდალაშვილიც, ახალგაზრდა ძიუდოისტმა პირველი ეტაპი დაძლია, თუმცა მეორე წრეში რამ ბევრიზან აბდულაევთან წააგო.

ლაშა ნადირაძემ კორეელი მიუნჯინ კიმის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორე წრეში დამარცხდა.

შესანიშნავად ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი. მან მერვედფინალში ფრანგ დევიქტორს სძლია, ეთერმა მეოთხედფინალში ტელმა მონტეიროც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დარია კურბონმამადოვასას სძლია და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სარდალიშვილს როგორი რეგრესი აქვს ამ ოლიმპიადის წინ. არა და როგორ მეიმედებოდა
ცხელი ძაღლი
15:39 22-09-2023
1
ეს აზერები ეხლა გახდნენ ბრუსლები? ქართველი რო აზერთან წააგებს რაღაზეა საუბარი
რონი
15:21 22-09-2023
6

სიახლეები პოპულარული