ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ზედიზედ მეორედ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გამოცდილი ძიუდოისტი ფინალში ლეგენდარულ სანშირო მურაოსთან დამარცხდა.

ლუკა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, შემდეგ კი ესტონელ კალიულადს სძლია. ნახევარფინალში კი მაისურაძემ იაპონელ კომეი კავაბატს აჯობა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე 44 ქვეყნის 274 სპორტსმენი მონაწილეობდა.

alt"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
წინაზეც, ოლიმპიადამდე მურაოსთან წააგო ფინალი.
ფინალში გასვლაც ამდენი ხნის
საშეჯიბრო პაუზუს შენდეგ (იტალიაში მოთელვა გამოუვიდა, მხოლოდ ერთხელ იჭიდავა ) და იაპონელი მეორე -მესამე ნიმრების დამარცხება, უკვე კარგია და იმედისმომცემია...
ლუკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა,
რომ ძალიან ძლიერია და დამსახურებულადაც გახდა მსიფლიოს ჩემპიონი .
წარმატებები და მთელი (!) საქართველოს სიყვარული ლუკას !
არა და
14:53 08-12-2024
0
რატომ არ გვაჩვენებენ ჩვენი ტელევიზიები ასეთ შეჯიბრებებს. რაღაც მეათე ხარისხოვანს რომ გვაყურებინებენ.
ბადრი
15:06 08-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული