თბილისში დაბრუნებულ ძიუდოისტთა ნაკრებს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს

AutoSharing Option
30 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში ძიუდოისტთა ნაკრებს, მწვრთნელებს და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას უმასპინძლა.

ევროპირველობიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს სამინისტროში მინისტრის მოადგილეები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც შეხვდნენ.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 აპრილს, გამთენიისას ჩამოფრინდა.

ქართველ ძიუდოისტებს აეროპორტში, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მოადგილე - თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად დახვდა.

აეროპორტში ასევე მივიდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენები.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგია ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე.

ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100), ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) გახდა.

ამ შედეგით საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა გუნდურ დაპირისპირებაშიც, რომლის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

ფინალურ შეხვედრამდე ქართველებმა ჰოლანდიისა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი - უნგრეთის ნაკრებები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე 44 ქვეყნის 500-მდე ძიუდოისტი მონაწილეობდა.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული