პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ძიუდოისტებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა და მომავალში წარმატება უსურვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე.
ამ შედეგით საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა გუნდურ დაპირისპირებაშიც, რომლის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.
"ინტერპრესნიუსი"
ასევე იხილეთ:
თბილისში დაბრუნებულ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!