ცხადია, დასვენება, ძალების მოკრება კარგია და ბიჭებმა ეს დაიმსახურეს კიდეც, მაგრამ კალენდარი ამის ნებას არ გვაძლევს, რადგან მსოფლიომდე არც ისე დიდი დროა - ის 26 აგვისტოს დაიწყება ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში და 1 სექტემბერს დამთავრდება.
ამიტომ მოცდის დრო არაა და გუნდიც ლამის შეუსვენებლად გადაერთო მსოფლიოსთვის მზადების ციკლში.
სათადარიგოები, 1-2 ლიდერის წინამძღოლობით, უკვე ამ უქმეებზე,
"მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ ციკლს ისევ სამ ეტაპად გავივლით. მას ბაკურიანის შეკრებიდან დავიწყებთ, რასაც ბორჯომში ან ისევ ყვარელში მოჰყვება შეკრება, რომელმაც ევროპის პირველობის წინ გაამართლა.
დასკვნითი შეკრება კი ბრაზილიაში გვექნება, სადაც ადაპტაციისთვის ცოტა ადრე ჩავალთ. პირველი ტურნირი ბაქოს "დიდი მუზარადი" იქნება 4-5 მაისს, მაგრამ იქ მეორე-მესამე შემადგენლობა იასპარეზებს, ძირითადიდან კი მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი და ლევან წიკლაური გამოვლენ - მათ მასტერსზე 16-ეულში მოსახვედრად ქულები სჭირდებათ, თორემ არ დავტვირთავდი.
პირველი ნომრებიდან თითქმის ყველა მოხვდება მასტერსზე, რომელიც 25-26 მაისს რუსეთში, ტიუმენში იმართება.
იმის შემდეგ ერთობლივი შეკრება გვექნება სამხრეთ კორეაში, ბოლო შეჯიბრება კი 20-21 ივლისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადის" ტურნირია.
ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. იქ მოსახვედრად ყველამ თავიდან უნდა იბრძოლოს და ისევ გაიაროს იგივე გზა" - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, როცა მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპზე დავეკითხეთ.
მისი თქმით, ბაქოში იასპარეზებენ ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), ზვიად გოგოჭური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), გურამ თუშიშვილი, გიორგი ნოზაძე (100), ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე (ორივე - +100).
90 კილოგრამში თავიდან ლაშა ტაველურის წაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ ორი დღის წინ ფეხი იტკინა და მის ნაცვლად ღვინიაშვილი ჩართეს.
ასევე იგეგმებოდა ლომერ ჟორჟოლიანის (100) გაშვებაც, მაგრამ ფორმაში არაა და ამიტომ უარი თქვეს.
ეს ტურნირი კარგი გამოცდაა ახალგაზრდებისთვის, თუმცა საეჭვოა, იქ წონის ფავორიტებთან მოუწიოთ პაექრობა - ევროპისა არ იყოს, სხვა კონტინენტებზეც ახლახან დასრულდა რეგიონული პირველობები და უმეტესობა დაისვენებს, წიკლაურ-რეხვიაშვილივით თუ არ სჭირდებათ ქულები.
ამათთვის ეს შეჯიბრება დამატებით სტიმულს იძენს, რადგან მასტერსზე 16 ტოპ-ფალავანში მოსახვედრად ქულათა მარაგი უნდა გაიმდიდრონ.
ბაქოში ჩვენი ქალებიც იჭიდავებენ, მაგრამ მხოლოდ მონაწილე - შორენა შარაძე (63) და ირინა ლეონიძე (+78), რომლებსაც მშობლიური აჭარა აფინანსებთ.
თბილისიდან ნინო ოძელაშვილის (70) გაგზავნაც იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. არადა, მისი წასვლაც კარგი იქნებოდა - ის თავის დროზე კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და ხშირი პრაქტიკა უსათუოდ წაადგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა: ლაშა შავდათუაშვილს დასვენება სჭირდება!
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!