ერეკლე არხოზაშვილის ოქრო უტრეხტში

AutoSharing Option
ჰოლანდიურ უტრეხტში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტი ერეკლე არხოზაშვილი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.

ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი გამარჯვებული წლეულს ახალ წონაში გამოდის, თუმცა საჩემპიონო ტრადიციას აქაც აგრძელებს.

უტრეხტის ტატამზე ჩვენებურმა ბელარუს მაქსიმ ლესნიკს 2 იუკოთი მოუგო, თურქ აბდულატიფ კოპუზთან თვითონ დაკარგა იუკო, მაგრამ სანაცვლოდ ორი ვაზარი აართვა და წმინდად აჯობა.

იტალიელ ელიოს მანზის სამივე სინჯის გდება გაუკეთა და კვლავ სუფთად მოუგო, ნახევარფინალში კი ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუას გაფრთხილებებით მოუგო, ფინალში კი ბრიტანელი პეტერ მაილსი დააიპონა.

მედლამდე ერთი მოგება
დააკლდა ნიკოლოზ ჭიკაიძეს (50). უკრაინელ არტემ მარტიროსიანთან ორი ვაზარით მოგების შემდეგ ის მეოთხედფინალში ჰოლანდიელ მატიას ვან ჰარტენთან გაფრთხილებებით დამარცხდა, სანუგეშოში კი ჯერ სომეხ ედვარდ გრიგორიანს კვლავ ორი ვაზარით აჯობა (პლუს, ერთი იუკოც აიღო), მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში ზუსტად იმავე სხვაობით დამარცხდა ოგუზან კარაცასთან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ.მალადეც ირაკლი :) წარმატებებიიიი.
tiko
11:09 17-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული