მისი გვარი გუნდის იმ შემადგენლობაშია დასახელებული, რომელიც უკვე გაემგზავრა იაპონიაში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე.
როგორ და რა გზებით მიაღწია სპორტსმენმა ამას, ჯერჯერობით უცნობია, როცა სამინისტროც და ფედერაციაც გვაიმედებდნენ, რომ წასვლის ნებას არ მისცემდნენ და ამაზე აზერბაიჯანულ მხარესაც შეუთანხმდნენ.
თუმცა, საეჭვოა, ეს ფედერაციის თანხმობის გარეშე მომხდარიყო.
ერთ წონაში ორის გამოსვლა შესაძლებელია უკვე და ნუ ამართლებთ ნამდვილ ღალატს რაღაც სისულელეებით. ახლა კახიაშვილის დრო არ არის, როცა კაცი მართლა შიმშილით მოკკვდებოდა, რომ არ წასულიყო
1. ვის უგულშემატკივრებთ პაპინაშვილი-შუკვანის სავარაუდო დაპირისპირების დროს? მითუმეტეს ორივეს იცნობთ და არცერთი არ არის თქვენი ახლობელი.
2. გთხოვთ აუცილებლად დაასახელოთ იმ ჩინოვნიკის ვინაობა, ვინც იძულებული გახადა შუკვანი წასულიყო. ხოლო თუ თქვენ არ იცით, გაარკვიეთ და მერე დაწერეთ, რათა ხალხმა გაიგოს სიმართლე !!!
ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 90-იან წლებში არანაირი პირობები არ ჰქონდათ ძიუდოისტებს (და საერთოდ სპორტსმენებს), მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მაინც საქართველოს სახელით გამოდიოდა და ხდებოდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები და მათაც ჰყავდათ ოჯახები. ერთერთი ცნობილი სპორტსმენი ჩემი ახლობელია და რაც მას აქვს გადატანილი გაჭირვების სახით (მატერიალური, სულიერი), მტერს არ ვუსურვებ. მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და თავისას მიაღწია.