საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი შეკრებაზე ნასვამი მივიდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გურამ თუშიშვილი სპორტული რეჟიმის დარღვევისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, ეს მართლაც ნიჭიერი და ეროვნული ნაკრებისთვის ეგზომ საჭირო ფალავანი, თანაგუნდელ ლაშა ტაველურთან ერთად, შეკრებაზე... ნასვამი გამოცხადდა.

ფედერაციამ ის ერთი წლით, ტაველური კი 6 თვით დასაჯა. ოღონდ განაჩენი საბოლოო არაა და გადახედვას ექვემდებარება, თუმცა - მხოლოდ გარკვეული პირობებით. კერძოდ, თუშიშვილის საქმე 3, ტაველურისა კი 2 თვეზე ადრე ვერ გადაიხედება და ესეც იმ პირობით, თუ მათზე პასუხისმგებლობას პირადი მწვრთნელები აიღებენ.

მომხდარი ძალიან ცუდია,
თუმცა ვიმედოვნებთ, ფედერაციაც გაითვალისწინებს მათ ახალგაზრდულ ასაკს და სასჯელს მართლაც შეამცირებს. თავის მხრივ, ფედერაციაც უნდა შევაქოთ პრინციპულობისთვის, რადგან ჩვენს სპორტსმენებს პროფესიონალიზმი მართლაც აკლიათ - იმედია, ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ამ ფალავნებისთვისაც და სხვებისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დისკვალიფიკაცია კი არა,ლუდი და თევზი უნდა
დაეხვედრებინათ:D...ეეეეე,ეს ხუმრობით,მაგრამ აესეთი მიდგომა გვღუპავს ყველა სახეობაში,დალია,კი ბატონო,დარჩი სახლში,ანდა შეკაი კაცო,10-15 წელი ივარჯიში და მერე მთელი ცხოვრება წინ არარის??
davidbe
14:57 28-01-2014
0
სამი დალიე
შეგერგება არ დაითვრები!
vaskulat
14:07 28-01-2014
0

სიახლეები პოპულარული