ძიუდოს კლუბმა "მებრძოლმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბი "მებრძოლი" ჰოლანდიაში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ძიუდოში წარმატებით გამოვიდა.

"მებრძოლმა" ფინალში ჰოლანდიური "ჰაარლემ კანამიუ" დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ კლუბი "მებრძოლის" წევრებმა, რომელიც ძირითადად, ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ზურაბიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, (90), ადამ და ვახტანგ ოქრუაშვილები, გურამ თუშიშვილი (სამივე - +100),  ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იასპარეზეს და საბოლოოდ გუნდური პირველი ადგილის მოპოვება შეძლეს.

ევროპულ სარბიელზე ეს კლუბი "მებრძოლის" პირველი გ
ამოსვლა იყო. ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის "ოქროს ლიგაში" გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს.

განმარტებისთვის გეტყვით, რომ ევროპის საკლუბო ტურნირი ახალი ფორმატით ტარდება, ორ ლიგაში. უმაღლესი დონეა "ოქროს ლიგა", რომელშიც 8 კლუბი შედის, ხოლო დანარჩენები პირველ ლიგაში ერთიანდებიან.

რაც შეეხება მეორე ქართულ კლუბს, "საგარეჯომ" გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ, უფალმა დაგლოცოთ და სულ წარმატებები მოგცეთ.
gizog
21 დეკემბერი 2014 19:25
0
კიდევ ბევრხერ გაგვახარებენ
Avto
21 დეკემბერი 2014 18:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული