გაზეთ "ლელოს" 2014 წლის რჩეული ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების წევრი 2014 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ყოველდღიური გაზეთ "ლელოს" ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წლის სპორტსმენად ასევე აღიარა საქართველოს სპორტის სამინისტრომ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ.

"ლელოს" მკითხველთა ვერსიით კი 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი კარატისტი გოგიტა არქანია გახდა. არქანია მიმდინარე წლის ნოემბერში ბრემენში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ჩემი მიზანია, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე

სპორტის სამინისტრო: საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილია

ქართულმა მედიამ წლის
N1 სპორტსმენად ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაწერეთ გუგლში გოგიტა არქანია და ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიძიებთ მასზე... ის, რომ ჟურნალისტები მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებს აშუქებენ ესაა მთავარი პრობლემა....
Mishka
02:29 02-01-2015
0
@ზურა, არქანია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია! რაც არ იცით იმას ნუ ლაპარაკოთ. ესაა ლელოს სტატია და გადაავლეთ თვალი! http://www.sportall.ge/sport/individualuri-sakheobebi/karate/71564-karatisti-gogita-arqania-wkf-is-versiith-msoflios-chempioni-gakhda.html ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობდა 120 ქვეყანა
Mishka
02:27 02-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული