გაზეთ "ლელოს" 2014 წლის რჩეული ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების წევრი 2014 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ყოველდღიური გაზეთ "ლელოს" ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წლის სპორტსმენად ასევე აღიარა საქართველოს სპორტის სამინისტრომ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ.

"ლელოს" მკითხველთა ვერსიით კი 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი კარატისტი გოგიტა არქანია გახდა. არქანია მიმდინარე წლის ნოემბერში ბრემენში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ჩემი მიზანია, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე

სპორტის სამინისტრო: საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილია

ქართულმა მედიამ წლის
N1 სპორტსმენად ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ორიგინალური გამოკითხვა იყო ნამდვილად,ხმების რაოდენობით გოგიტა არქანია იმარჯვებს და ლელო ჭრიკიშვილს ასახელებს.მაგარია ,ყოჩაღ "ლელო"
Tamuna
11:51 31-12-2014
0
რა არქანია ხალხო, ჭრიკიშვილი ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, არქანიას გამარჯვებაზე კიდე 1 სტატიაც არ დადებულა, თან სად კარატეს პოპულარობა სად ძიუდოსი.
zura
13:54 31-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული