2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან-პრის შესაძლოა ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლოს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტულ დირექტორთან, ვლადიმირ ბარტასთან, სპორტულ მენეჯერ ლისა ალანთან და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მშენებარე ახალი სპორტის სასახლე მოინახულა.

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. არენა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი 2015-ის ფარგლებში შენდება.

ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლე ხელბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ძიუდოს და სპორტის სხვადასხვა სახეობის უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა მშენებარე სასახლე მოიწონეს. სამინისტროსთან და ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, უკვე
განიხილება 2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან-პრის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარების საკითხი.

ახალ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყობა, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება კალათბურთის და ხელბურთის ტურნირების მიღება. ერთი დარბაზი 800, ხოლო მეორე 3 000 გულშემატკივარს დაიტევს.

სპორტის სასახლეში განსაზღვრულია სპორტსმენების გასახდელების, საშხაპეების, ჟურნალისტების სამუშაო ოთახების, ვიპ-ლოჟის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საკომენტატორო ოთახების, კაფეტერიის და სასახლეში მომუშავე პერსონალის სამუშაო ოთახების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასახლეში ცალკე გამოიყოფა ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული