66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის შეხვედრაში გერმანელ სებასტიან სეილდს აჯობა. მანამდე ვაჟა, სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ ლოიკ კოვრალს ვერ გაუმკლავდა.
აღსანიშნავია, რომ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ) მოიპოვა.
ჰავანაში საქართველოს ნაკრებიდან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილიც იასპარეზებენ. ამ წონაში მედლები 24 იანვარს გათამაშ
შეგახსენებთ, რომ ამ წონით კატეგორიებში საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებს რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები განაღდებული ჯერ კიდევ არ აქვს.
არც თურქები ითხოვენ შეცვლას...უზნაძე ჭიდაობდა თურქეთის სახელით და არ შეუცვლია სახელი და გვარი. ჩემპიონიც თავისი სახელით და გვარით გახდა..
მაგრამ შუკვანს ისე აქვს პირი შერცხვენილი საქართველოში, მართლა ჯობდა გვარ-სახელის შეცვლა.
მაგარი უსიმპათიო და უთავმოყვარეო, ცანცარა ტიპია. ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა და მერე იქიდან გადავიდა თურქეთში. ეგეთები არ არიან გამარჯვების ღირსი. მაგრად გამეხარდა, პაპინაშვილმა რომ მოიგდო კისერზე და დააძნეყვა ძირს აბუ-დაბიში