ბექა ღვინიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა თბილისის  გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკ სოიბ კურბონოვს შეხვდა და ულამაზესი გდებით გამარჯვება მოიპოვა.

ამრიგად ღვინიაშვილმა საქართველოს თბილისის გრან-პრიზე მე-7 მედალი მოუპოვა. გასულ ორ საშეჯიბრო დღეში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სამწუხაროდ დღეს სხვა ქართველი ძიუდოისტები ტურნირს მალევე გამოეთიშნენ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა პაატა ღვინიაშვილმა პოლონელ პატრიკ სიეჩომსკისთან იუკოთი წააგო. ზვიად გოგოჭური მერვედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან იპონით დამარცხდა. თორნიკე ჯუღელი მეორე შეხვედრაში
პორტუგალიელ სელიო დიასთან იპონით დამარცხდა. პირველივე შეხვედრაში დამაცხდა გოგოლაშვილი არჩილი.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სტარტზევე დამარცხდა ჯაბა მუმლაძე. ლაშა გურული კი პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ ღვინიაშვილის მომგებ მარტინ პასეკთან დამარცხდა.

+100 წონით კატეგორიაში ერთბაშად სამი ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა პირველივე შეხვედრაში: გიორგი ლაზუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი. ონისე ბუღაძემ ჯერ ესპანელ დავიდ ფერნანდესს მოუგო, შემდეგ კი პოლონელ მასიე სარნაკისთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოლიმპიური ოქრო მოგველოცოს ბექა. ნეტავ ყველას შენი შემართება პროფესიონალიზმი და თავდადება მიცეს.
jorj
20:33 27-03-2016
0
სამსუნში ბექა იქნება?
vakhtanga
21:26 27-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული