სამსუნის გრან-პრი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველის მსგავსად, წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

ჩვენი ხუთი მონაწილიდან 1/4-ფინალამდე მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილმა (-81) მიაღწია, რომელიც სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმს ვერ გაუმკლავდა.

სამსუნში სტარტზევე დათმეს თავ-თავიანთი შეხვედრები ზვიად კაპანაძემ, ფრიდონ გიგანმა (ორივე -73), ლევან გუგავამ (-81) და ესტერ სტამმა (ქალები, -70).

ამ დრომდე სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ტურნირის პირველ დღეს წარუმატებლად ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) და ბექა შავდათუაშვილმა (-66) იასპარეზეს.

სამსუნის გრან-პრი ხვალ, 3 აპრილს დასრულდება.
ჩვენგან მედლების მოპოვებას შეეცდებიან: ნოდარ ბერიანი, უშანგი მარგიანი (-90), ბექა ღვინიაშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100) და ირინე ლეონიძე (+78).

ასევე იხილეთ:
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბექა-ოქრო, ლევანა-ვერცხლი,ადამა-ბრინჯაო... ....
რომან
03 აპრილი 2016 19:54
0
პაპუნაშვილის ცოდვა არის მწვრთნელების კისერზე მთლიანად! მიგდებული ჰყავდათ ამხელა ტექნიკური შესაძლებლობების მქონე კაცი და ისე გაატარა უფროსების ნაკრებში მთელი 4 წელი, არაფერი განსაკუთრებული შანსი არ მისცემია, მგონი თავი არც არავის გაუცხელებია მისი გაწვრთნით! არადა, ძალიან ტექნიკური მოჭიდავეა და ილეთებსაც მშვენივრად ფლობს. ტაქტიკაში და სტრატეგიაში იჭრება გამოუცდელობის გამო და დღეს კიმთან მომხდარი ამბავიც მაგის ბრალი იყო....თორემ კარგად მომზადებულ ძიუდოისტს ძვარლბილში უნდა ჰქონდეს გამჯდარი აკრძალული ილეთების ცოდნა და ხელიც არ წაუცდეს გასაკეთებლად..
ჩვენი სამწვრთნელო გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ქაჩავს! არ მუშაობენ ინდივიდუალური გეგმით, არ მუშაობენ კონკრეტულ მოწინააღმდეგეებზე და მაგის ბრალია ყველაფერი, რაც ხდება. თორემ წესიერი მწვრთნელების ხელში პაპუნაშვილიც და გიგანიც გაცილებით წარმატებულები იქნებოდნენ.
ფრანიო
03 აპრილი 2016 00:22
0
ძალიან ზედაპირული შეფასებაა(ჩაისავარეს). ჯერ ერთი პაპუნაშვილი ნაკრების მე3 ნომერია და მსოფლიო მსოფლიოს 2 გზისდა ოლიმპიურ მოქმედ ჩემპიონთანდაწვეს და მეორეც ძიუდოისტებს საქართბელოსთვის იმხელა სიხარული მოაქვთ ასეთ შეფასებას არ იმსახურებენ. რაგბისტებს დიდ პატივს ვცემ და გუნდურ სახეობაში უძლიერესები არიან ქართული სპორტის ისტორიაში, მაგრამ მსოფლიოს ბობოლა ნაკრებებთან ჯერ კვლავ უჭირთ კონკურენციის გაწევა, როდესაც ძიუდოისტები 3 გზის მსოფლიოს 4 გზის ევროპის ჩემპიონები არიან, აგრეთვე 2 საკლუბო ლიგის მოქმედი ჩემპიონები.
Tornike
02 აპრილი 2016 20:21
0
Shen komentarze getyoba Ra do is arsebac xar !!! yuradgebas mainc aravin mogaqcevs
misha-s
02 აპრილი 2016 20:17
0
გეთანხმები ფრანიო. თითქოს სხვა ქვეყნის ჟურნალისტი წერს ქართველებზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არ არის ქართველთა გამოსვლა. ჯერ ეგერათი პირიქიქით ძლივს გაუმკლავდნენ კიმ ჯაე ბუმი და მსაჯი პაპუნაშვილს და მეორეც თბილისის ტურნირზე ძალით წაგებულ ღვინიაშვილზე და შავდათუაშვილზე დაწერილ სტატიაში, რომ თითქოს ქარათველები ვერაფერს გახდნენ რბილათ რომ ვთქვათ სიბრმავეა. სხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა დაწერეს,რომ ბექას ოქრო პაჩეკმა მსაჯებზე ზემოქმედების ხარჯზე დაიკკდა. და ბოლოს, ჩრდილოეთ კორეაში იციან, რომ მათი სპორცმენები ყველა სა
ხეობაში პირველები არიან და ჩვენ რაც ვადთ რეალურად ის ინფორმაცია მაინც მოგვაწოდეთ ზუსტად.
Tornike
02 აპრილი 2016 19:34
0
მოხსნეს თუ წააგო რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ხომ ჩაისვარეს ფეხბურთელებივით მაგათმაც.ერთი რეგბი ქაჩავს საქართველოში და კალათბურთი დანარჩენი ყველა უნდა გადააბა თოკით და მტკვარში გადაყარო საქართველოს შემარხვენლები ეგენი
misha
02 აპრილი 2016 19:28
0
qutaisi torpedoshi or iranels acmeven turmr tyuilad da aqki am ester stams daatareben tyuilad,qartveli mainc ataret inme gamocdilebas mainc miigebs da iqneb gsuvardes yaraulis topivit.evropashi vqchavt da rogorcki iaponia kore chaereva saqmeshi ertor medals tugamovkravt xels...warmatebebi buchebs
666
02 აპრილი 2016 16:49
0
შეხვედრებს უყურეთ და ისე წერეთ!!!! პაპუნაშვილი კორეელთან მოხსნეს ხელზე აკრძალული ილეთის გაკეთების გამო და დოსკვალიფიკაცია მისცეს. ამიტომ ვერ იჭიდავა დამამშვიდებელში დე ვიტთან! მერამდენედ აკეთებთ უკვე ასე?
ფრანიო
02 აპრილი 2016 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული