ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დავით ქევხიშვილი უკონკურენტოა

AutoSharing Option
გუშინ, 31 აგვისტოს დასრულდა ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების შეტანა, თუმცა ეს მოქმედ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გარდა, სხვას არც არავის გაუკეთებია.

ამდენად, 30 სექტემბერს,  საპრეზიდენტო არჩევნებში 36 დელეგატი მხოლოდ ქევხიშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს.

30 სექტემბერს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება. პრეზიდენტის არჩევნების გარდა, დღის წესრიგში განვლილი 4-წლიანი ციკლის შეფასებაც იქნება და დაამტკიცებენ ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოებს - აღმასკომს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული