ქართულ-შვეიცარიული პაექრობა გორში, კობა კურტანიძის ხსოვნის ტურნირში

AutoSharing Option
ტიტულოვანი გორელი ფალავანის, მსოფლიოს ჩემპიონის კობა კურტანიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ძიუდოში გორში ახალგაზრდებს შორის ტრადიციულად ყოველ წელიწადს მის დაბადების დღეს, 13 ოქტომბერს იმართება.

წლეულს ამ დღეს კობა 53 წლის გახდებოდა. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში (დირექტორი ანზორ თენაძე) აღნიშნულ შეჯიბრებაზე მონაწილეობის მისაღებად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასამდე ძიუდოისტი შეიკრიბა.

მათთან ერთად იასპარეზეს შვეიცარიელმა ახალგაზრდებმაც, რომლებიც სპორტული წარმატებებით ცნობილ გორს ადგილობრივ ძიუდოისტებთან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად სტუმრობდნენ. მათ ურიგოდ არ უასპარეზიათ და ოთხი მედლის მოპოვებაც შეძლეს.

ცალკეულ გუნდებად გამოდიოდნენ
საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ძიუდოს სკოლათა გუნდები. ამის მიხედვით მედლების ყველაზე მეტი რაოდენობა მასპინძლებს დარჩათ. მონაწილეებმა სულ 8 წონით კატეგორიაში გაარკვიეს საუკეთესოთა ვინაობა.

როგორც ყოველთვის, შეჯიბრებას ამჯერადაც ესწრებოდნენ კობა კურტანიძის მეგობრები, აგრეთვე ტიტულოვანი სპორტსმენები, რომლებმაც თასებით და მედლებით დააჯილდოვეს კვარცხლბეკზე ასული წარმატებული ძიუდოისტები.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. გერისო ნაოჭაშვილი, 2. გურამ გასიტაშვილი (ორივე - გორი), 3. სენ პატრიკი (შვეიცარია).
55 კგ. 1. სანდრო ძამაშვილი (მარტყოფი), 2. ზურაბ ბეჟანიშვილი (მარნეული), 3. მამუკა კაბულაშვილი, ბექა მელქუაშვილი (ორივე - გორი).
60 კგ. 1. მალხაზ მეტრეველი (ახალგორი), 2. შმაგი კოპაძე (გორი), 3. გიგა კორაევი (ახალქალაქი), ბექა ჩადუნელი (ხაშური).
66 კგ. 1. გიორგი ბაზანდარაშვილი (გორი), 2. შალვა გაზაშვილი, 3. ვახო მასურაშვილი (ორივე - ქარელი), ალეკო კაიდარაშვილი (გორი).
73 კგ. 1. ლევან ფსუტური, 2. დათო კოპაძე (ორივე - გორი), 3. ნილს შტემპი (შვეიცარია), ტატო გრიგალაშვილი (ქარელი).
81 კგ. 1. ტარიელ ბეუქლიშვილი (გორი), 2. ტიმო ალმანი, 3. ანდრინ შტირკლერი (ორივე - შვეიცარია), გიგა გამდლიშვილი (გორი).
90 კგ. 1. გიორგი ჩიქოვანი (თბილისი), 2. დავით იმერლიშვილი (ქარელი), 3. ომარ საური (გორი), იმედა გოგოლაძე (ლაგოდეხი).
+ 90 კგ. 1. ჯაბა ქარელიშვილი, 2. კაკი კუთხაშვილი, 3. ილია საათაშვილი, ბადრი ხატისკაცი (ოთხივე - გორი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული