U23. ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ოთხივე ქართველმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბერს, თელ ავივში 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ასპარეზობაში საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ჩაება - 3 ვაჟი და ერთი გოგონა. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, მეორე წრეში დამარცხდნენ თემურ ნოზაძე (-60) და გიგა გიგაური (-73). ნოზაძემ ბელორუს მიკიტა ბარისევიჩს გაფრთხილებით აჯობა, მაგრამ რუსეთის სახელით მოჭიდავე სახავათ გაჯიევთამ შეხვედრა ასევე გაფრთხილებით დათმო. გიგაურმა პირველ წრეში სომეხ არსენ ღაზარიანს სუფთად აჯობა, მასპინძელ დმიტრო რასკინთან კი ვაზარ-იუკოთი წააგო.

ასპარეზობას სტარტზევე გამოეთიშნენ
თორნიკე ნაგლიაშვილი
(-66) და მარიამ ჯანაშვილი (-52). ნაგლიაშვილი უკრაინელ არტიომ ფალკივსკისთან იუკოთი დამარცხდა. ჯანაშვილმა კი კოსოვოელ დისტრია კრასნიჩისთან შეხვედრა ვაზარით დათმო.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი შაბათს, 12 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე -81), უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -90), ლაშა ტაველური (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული