U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
12 ნოემბერს, თელ ავივში, 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების 6 ძიუდოისტი ჩაება. მათგან მედლებისთვის კობა მჭედლიშვილი (-81) და ბექა ღვინიაშვილი (-90) იბრძვიან, რომლებიც ნახევარფინალში არიან გასული.

სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).

ტურნირის პირველ დღეს თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კობას და ბექას ღმერტმა გაუმარჯოს,მაგრამ სხვათა გამოსვლა,კატასტროფაა.
სოსო
17:11 12-11-2016
0
ფინალში არიან
jumber
17:23 12-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული