ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ზურაბ დათუნაშვილი ფინალში გავიდა

AutoSharing Option
7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატის მორიგი საჭიდაო დღე გაიმართა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ფინალში გავიდა, სადაც ბელორუს რაძიკ კულიევს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 21:00 საათიდან დაიწყება.

დათუნაშვილმა მანამდე რუსს ადლან აკიევს 2:1 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია. მერვედფინალში ჩვენებურმა ასევე ბულაგრელ სპორტსმენს დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო.

რაც შეეხება სხვა მოჭიდავეებს, გოგა აფრიამაშვილმა (71) პირველივე შეხვედრაში შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან ანგარიშით 1:2 წააგო,  გელა ბოლქვაძემ (75) მერვედფინალი უნგრელ ტამას ლორინცთან 1:2 წააგო და
მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. რობერტ კობლიაშვილმა (85) კი პირველი შეხვედრა სომეხ მაქსიმ მანუკიანთ 1:2 დათმო.

შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
https://unitedworldwrestling.org/event/2017-european-championships
გიო
21:11 07-05-2017
0
https://unitedworldwrestling.org/event/2017-european-championships
გიორგი
21:10 07-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული